4 ოქტომბრის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი იმართება, სადაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. ამ ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მარიამ მეყანწიაშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ანტონ უბერი. პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამ ეპიზოდზე ბრალდებულთა ნაწილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ისინი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისას დააკავეს, ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.