4 ოქტომბრის მოვლენების საქმე – აღკვეთის ღონისძიება

21:08, 18.10.2025

ამ წუთებში მიმდინარეობს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი, მათ შორის არის მარტოხელა დედა მარიამ მეყანწიშვილი, რომლის მიმართ პროკურატურამ 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. დღესვე უნდა იმსჯელოს სასამართლომ ათი პირის საქმეზეც. მანამდე კი პატიმრობა შეეფარდა ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება. 4 ოქტომბრის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 62 პირი დააკავეს.

 

 

მსგავსი