29 წლის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა „სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. #ტაიმაუტი

29 წლის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა „სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 76 წლის პოპოვიჩი ტეხასურ კლუბში საქმიანობას გუნდის პრეზიდენტის თანამდებობაზე გააგრძელებს. პოპოვიჩისა და „სან ანტონიო სპურსის“ ისტორია 1996 წლიდან იწყება, თუმცა უკანასკნელ პერიოდში სერბულ-ხორვატიული წარმოშობის ამერიკელი სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „სპურსს“ მიჩ ჯონსონი წვრთნიდა. გრეგ პოპოვიჩის მიერ შექმნილ ეპოქას „სან ანტონიო სპურსში“ „ტაიმაუტში“ გავიხსენებთ.

#ტაიმაუტი