28 წლის პედაგოგის გარდაცვალების საქმე - სასამართლო განხილვა

28 წლის პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის არსებითი განხილვა იწყება. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ოთხი პირი. ერთ პირს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. მეორე პირს დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ორი დღის წინ კიდევ დააკავეს ორი არასრულწლოვანი ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ოთხივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.