საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა
თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა. მცირემხედველთა შორის, J2 კატეგორიის ფინალში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი გუნდი 4:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში – რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზვიად გოგოჭური, ზურაბ ზურაბიანი, ლევან გუგავა და ბაჩუკი შელია ასპარეზობდნენ. თბილისში დასრულებულ პარა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდული რაოდენობის 44 ქვეყნის, 312-მა პარა ათლეტმა იჭიდავა.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.