საქართველოს ნაკრების მზადება
საქართველო-ისრაელის საფეხბურთო მატჩამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ნაკრები მზადებას აგრძელებს. წლის პირველ თამაშს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. ამიერიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, პირველი ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი – ოთარ კაკაბაძე.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.