23 ივლისს, „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ზაგრების „დინამოსთან“ გამართავს.
საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც „საბურთალოს“ შანსებზე და ხორვატულ კლუბზე ისაუბრა.
მატჩი ხვალ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.