ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ზამთრის ოლიმპიადა გრძელდება. ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინეს და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურეს. თავისუფალი პროგრამით ისინი უკვე დღეს წარდგებიან. ამ გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა ოქროს მედალს. შეჯიბრება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.