თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2026 წლის საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქ ამბროლაურში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. სპორტსმენებს მიულოცეს წარმატებული ასპარეზობა და მადლობის სიგელები გადასცეს.
ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, საბა კობახიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ნიკოლოზ ჩაჩხუნაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.