ინტერვიუ ირაკლი კირცხალიასთან
„ქართული ოცების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ კორუფციასთან ბრძოლასა და ამ კუთხით მიმდინარე გამოძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვერცერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისუფლებლად. მან მიმდინარე გამოძიებაზე ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა.