სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის მოლოდინში

21:26, 06.12.2025

მშვიდობასთან იმაზე უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, საბოლოო ჯამში, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, – აცხადებს ნატო-ში აშშ-ის ელჩი. პარალელურად კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეექვსე შეხვედრის შემდეგ მაიამიში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა „ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, გამოიჩინოს ერთგულება გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ,“ – ასეთია მხარეთა პოზიციები მას შემდეგ, რაც უკრაინის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და სტაბილურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წინასწარი ინფორმაციით, დელეგაციები რამდენიმე საათში ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან, თუმცა, ვიდრე უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოებზე მსჯელობდნენ, რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინაში კვლავ ენერგეტიკული ობიექტები იყო.

მარიამ რობაქიძე დეტალებით.

მსგავსი