სპორტის მინისტრმა მარკ იგანს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
საქართველოს სპორტის მინისტრი იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრს შეხვდა. მარკ იგანს ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. მხარეებმა ისაუბრეს შემოდგომის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და რომელზეც საქართველო იაპონიას დაუპირისპირდება. მხარეებმა ასევე ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.