საქართველო-კანადა 38-17

18:06, 15.11.2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩების სერიას წარმატებით აგრძელებს. „ბათუმი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ კანადას უმასპინძლეს და 38-17 დაამარცხეს. ქართველი მორაგბეები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და გულშემატკივარს სანახაობრივი თამაში აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის პირველ ტესტმატჩში აშშ-ის ნაკრები 43:30 დაამარცხა, მესამე შეხვედრა კი 22 ნოემბერს გაიმართება და საქართველო იაპონიას „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი