5:0 – საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ მატჩში ესტონეთი დაამარცხა. საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მეორე შეხვედრა დღეს ჩატარდება. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.