პარლამენტის თავმჯდომარე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემას ეხმაურება
ევროპარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემას პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სახაროვის პრიზის ქართველისთვის გადაცემა, ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე დაჯილდოება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ბრიუსელი 19 დღეა უარს ამბობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე, რადიკალურ ჯგუფებს კი ღია და ფარულ მხარდაჭერას უცხადებს.