ადმინისტრაციული წესით დაკავებულ თეიმურაზ სარალიძეს ექვსდღიანი პატიმრობა შეეფარდა

15:17, 20.10.2025
რუსთაველზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პროგრამისტ თეიმურაზ სარალიძეს ექვსდღიანი პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება. სარალიძეს საგამოძიებო უწყება 174-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ნიღბის ტარებას გულისხმობს. დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მსგავსი