თბილისში მიმდინარე პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რევაზ ჩიკოიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ამავე წონით კატეგორიაში ლაშა ყიზილაშვილი კი ბრინჯაოს დაეუფლა. კონტინენტის პირველობის ფინალში დამარცხდა ზვიად გოგოჭური, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ტურნირზე 70კგ-ში ქალთა შორის მესამე ადგილი დაიკავა ინა ქალდანმა. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობები გაიმართება.