სოფელი დიღმის სტადიონზე „კალას თასის“ გათამაშება დაიწყო. ხუთდღიანი ტურნირის მთავარი პრიზისთვის თბილისის ათივე რაიონის გუნდი იბრძვის. თამაშები 7/7 ფორმატით, მასტერ ლიგის წესებით ტარდება და ეროვნული ლიგის მსაჯები ემსახურებიან.
კახა კალაძის სახელობის ტურნირის დაფუძნება ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა ჯიშკარიანმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს. პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სპორტში მეტი ადამიანის ჩართულობაა. სტადიონი, სადაც თამაშები ტარდება, ნახევარი წლის წინ რეკრეაციულ ზონაში აშენდა.