ჩარლი კირკის მკვლელობა
ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურებიან და მწუხარებას გამოთქვამენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები. ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა აღნიშნავენ, რომ დემოკრატიაში მსგავსი თავდასხმების ადგილი არაა. მომხდარის გამო, შეშფოთებულები არიან ევროპელი ლიდერებიც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლიტიკურ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. კირკის მკვლელობას დემოკრატიისთვის მიყენებულ ღრმა ჭრილობად აფასებს იტალიის პრემიერ-მინისტრი. ამერიკა სამძიმრის წერილებს იღებს ისრაელიდანაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კონსერვატორი კომენტატორი სიმართლის თქმისა და თავისუფლების დაცვის გამო მოკლეს.