საქართველო-ბულგარეთი პირველ არხზე

ხვალ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ჩვენმა ნაკრებმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ზურიკო დავითაშვილთან ერთად, გუნდის შანსებზე ისაუბრა.

საქართველო-ბულგარეთის დაპირისპირება ხვალ, 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.