აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული პროცესები მიმდინარეობს. ამ წუთებში სამი პირის სასამართლო სხდომა იმართება. დაკავებულები გადაყვანილები არიან საქალაქო სასამართლოში. ადვოკატების თქმით, მოითხოვენ, მოწმის სახით დაიკითხონ დამკავებელი პოლიციელები.
შეგახსენებთ, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავეს.