საერთაშორისო ტურნირი უშუში

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი უშუში – სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ცხრა ქვეყნის 234 სპორტსმენი მონაწილეობდა. ორგანიზატორი საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია იყო და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრება გაიმართა უშუ-ტაოლუსა და უშუ-სანდაში. ზრდასრულთა ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ლარს შეადგენდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა ყველა სინჯის მედალი მოიპოვეს.