სპორტის მინისტრი ჰოკეისტებს შეხვდა

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მიღწეული წარმატება სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ მიულოცა. ჩვენმა გუნდმა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა, შედეგად საქართველოს ნაკრები მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს. საქართველომ ჯგუფში მასპინძელი ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაილანდი და ჩინეთის ტაიპეი დაამარცხა.