საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 35 წლის არის – 1990 წლის 30 მარტს, პირველი მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის გაიმართა. გამარჯვება, ერთი ბურთის სხვაობით, ფოთის „კოლხეთმა“ მოიპოვა. მსაჯის სასტვენის შემდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო.
მატჩს რეკორდული რაოდენობის გულშემატკივარი, 80 ათასი მაყურებელი დაესწრო. ეროვნული ჩემპიონატის დაარსებას წინ დიდი დისკუსია და საფეხბურთო სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.