რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის იდეას ეთანხმება, თუმცა, მისთვის მნიშვნელოვანია შეთანხმების დეტალები. პუტინის თქმით, არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა მოხდეს ამერიკელ კოლეგებთან და, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი შედგეს ტრამპთან. განცხადება ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც, მისი თქმით, „ამდენ დროს უთმობს უკრაინაში ვითარების დარეგულირებას“.