კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, გუშინ გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას „ლელოს“ წევრების დაკავება ლაზერის გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. მათივე თქმით, საქმის წარმოება უკვე დაწყებულია.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრების – ირაკლი კუპრაძის, ოთარ ფარულავას, ბექა ბერიძიშვილისა და ჯუბა ლოლაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა. დაკავებულებმა პოლიციის შენობა გუშინვე დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი, ბექა ბერიძიშვილი 2 000 ლარით არის დაჯარიმებული. დანარჩენების შემთხვევაში კი საქმის წარმოებაა დაწყებული. ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ლაზერს პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.