სერბეთი-საქართველო პირველ არხზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება. „ევრობასკეტ 2025“-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბელგრადში გაიმართება. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 21 თებერვალს თბილისში დანიის ნაკრების დამარცხებით უკვე მოიპოვა. დღეს თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და კამარ ბოლდვინი არ ითამაშებენ. სერბეთთან დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, სერბეთის ნაკრები კი პირველ ადგილზე დაასრულებს ასპარეზობას. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.