ინციდენტი აქციაზე

 რამდენიმე წუთის წინ დატოვა თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოინახულა. კობაიძე იმ ორ მამაკაცს იცავს, რომლებიც გუშინ მარშის მონაწილეებთან დაპირისპირებისას პოლიციამ ფილარმონიასთან დააკავა. შსს მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თავს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ მიიჩნევენ. ადვოკატის განცხადებით აქციის მონაწილეებმა მათ მანქანით გავლის საშუალება არ მისცეს რა დროსაც ნიკოლოზ ჭკუასელმა და ანდრო სირაძემ თავის დაცვა სცადეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ცივი იარაღის ფლობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ ვიდეომასალაში ეს ჩანს. სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნება.