ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 წელი გავიდა
ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 წელი გავიდა – ის ბაკურიანში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე გარდაიცვალა. მისი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა, ნოდარი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.