ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხვალ საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალს, 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით, ბაკურიანთან ერთად თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. სპორტის რვა სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში – ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიატლონი, რვა სპორტსმენი იასპარეზებს. ქართულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.