საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში შვეიცარიას დაუპირისპირდნენ და 110-0 დაამარცხეს. ავჭალის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში რიჩარდ კოკერილმა სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი ათამაშა. „ბორჯღალოსნებმა“ თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ მოწინააღმდეგე ქულის გარეშე დატოვეს.
ცნობისთვის, 2025 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.