21 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებული პირების საქმე

საქალაქო სასამართლო 21 ივნისის ღამეს, აქციაზე დაკავებული პირების საქმეებს გვიან ღამემდე განიხილავდა. პროცესები დაახლოებით 02:00 საათზე დასრულდა. ერთმანეთის პარალელურად, 9 დარბაზში, ამდენივე მოსამართლე დაკავებულთა საქმეებზე მსჯელობდა. ნაწილი დარბაზიდან გათავისუფლდა, ზოგს მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. ნაწილის საქმის განხილვა კი გადაიდო.

მიმდინარე პროცესს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი გარკვეულ დარღვევებზეც მიუთითებს. რუსთაველის გამზირზე, 2 დღის წინ ოფიციალური ინფორმაციით, სულ 305 პირი აიყვანეს.