აშშ-ის ენერგეტიკული სანქციები რუსეთს

აშშ-ის უპრეცედენტოდ მასშტაბური ენერგეტიკული სანქციები რუსეთს. დასანქცირებულთა შორის როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები არიან. სიაში მოხვდნენ „გაზპრომ ნეფტი“, „სურგუტნეფტეგაზი“ და მათი შვილობილი კომპანიები; ასევე რუსულ-სერბული ნავთობკომპანია „ნისი“ და დაახლოებით 100 ხომალდი, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებაში.

დასანქცირებულები არიან მოსკოვისა და ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც და 30-ზე მეტი რუსული ნავთობმომსახურების კომპანია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შტატებმა შეცვალა სანქციების პოლიტიკა, შესაბამისად, ახლა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც მუშაობდა ან აგრძელებს მუშაობას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან.