საერთაშორისო ტურნირი კარატეში

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად თბილისში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრში 87 ქვეყნის 1 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირის პირველ დღეს „თბილისი არენაზე“ ფინალური ბრძოლების გამარჯვებულები სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა.

შალვა გოგოლაძემ ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტთან და სამსაჯო კომიტეტის უფროსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ორგზის ჩემპიონი გოგიტა არქანია.