2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა

12:30, 07.02.2026

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა – საზეიმო ცერემონია მილანში, „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ. მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველო სწორედ ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე  და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

მსგავსი