მსოფლიოს ნაწილი ახალ წელს უკვე ზეიმობს. 2026 წელი დადგა კირიბატში – წყნარ ოკეანეში მდებარე შობის კუნძულზე. ამ წუთებში ახალი წლის დადგომას ზეიმობენ ახალი ზელანდიის ნაწილში და სამოაში. შემდეგ ახალი წელი დადგება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში.
სამზადისია ნიუ-იორკშიც. ტრადიციულად, „თაიმს სქვეარზე“ ახალი წლის დადგომისას ბროლის ბურთი დაეშვება. ეს ცერემონია ნიუ-იორკში 1907 წლიდან ტარდება და მას უამრავი მაყურებელი ჰყავს. ყველაზე გვიან ახალ წელს კი ამერიკის სამოას ნაწილში შეხვდებიან, სადაც 2026 წელი 24 საათში დადგება.