50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალება – შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, თევზით დატვირთული ავტომობილიდან ამოიღეს.
როგორც ირკვევა, 1989 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე აღნიშნული ტვირთით, ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში შემოვიდა. დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიება, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.