20 წლის კოკა კობალაძის ცემის საქმეზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

20 წლის კოკა კობალაძის ცემის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პლენარულ სესიაზე გააკეთა.

გიორგი გახარიას განმარტებით,  გენინსპექციის ძიების შედეგად, დადასტურდა, რომ კობალაძესთან სახლში იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია დამალა. ამის გამო, მინისტრის თქმით,  ისინი,  მათი უშუალო უფროსი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან.