20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს 

15:33, 29.04.2026

FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ. გადაწყვეტილება კანადაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველომ და სომხეთმა ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.

მსგავსი