20 ივნისის საქმე – საგამოძიებო მოქმედებები
რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდება. დღეს „ფორმულას“ ჟურნალისტი, ანა ვახტანგაძე იმყოფებოდა ადგილზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ექვსი წლის წინ მომხდარი სურათის დეტალურ აღდგენას ახორციელებდნენ. პროკურატურამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება. რეკომენდაცია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გასცა.
მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ შეტევა ხდებოდა პარლამენტზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციაზე. ეს ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს სადავოდ არ მიუჩნევია და მხოლოდ ძალის გადამეტებაზე გამოთქვა ეჭვები.