20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მათ გამოძიება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი