20-21 ივნისის მოვლენების საქმე

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ. როგორც ბრალდებულთა ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულები სასამართლოს პროტესტს უცხადებენ და პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებულებმა ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს. შიმშილობა აქვს დაწყებული ასევე ვახტანგ იაშვილს.

ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული, მოშიმშილეებს ბესიკ თამლიანიც შეუერთდეს. დღევანდელ პროცესზე, მოწმეების სახით, პოლიციელები დაიკითხებიან. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.