20-21 ივნისის ღამის საქმე

პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიასა და მის ადვოკატს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყებამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განცხადა, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეომტკიცებულებისგან დაცვის მხარემ საკუთარი ვერსია შეჰქმნა და ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით გაავრცელა.

საუბარია 20 ივნისის ღამის მოვლენების ამსახველ კადრებზე, რომელიც პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან  გამოითხოვა. პროკურატურის განცხადებას თავად ნიკა მელია არასერიოზულს უწოდებს.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.