1995 წლის მანჩესტერ იუნაიტედი - ფეხბურთელების გარეშე დარჩენილი კლუბი და სერ ალექს ფერგიუსონი #ტაიმაუტი

1995 წელს, პრემიერ ლიგის მორიგი სეზონის დასაწყიში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მნიშვნელოვანი მოთამაშეების გარეშე დარჩა. სერ ალექს ფერგიუსონმა არჩევანი ახალგაზრდებზე გააკეთა და დუბლი შეასრულა, მოიგო პრემიერ ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი. ე.წ. 1992 წლის კლასი შემდეგ უკვე „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს მოიცავდა, თუმცა მანამდე ფერგიუსონისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ პრესამ სერიოზული კამპანია წამოიწყო. „ლივერპულის“ ყოფილი მცველის, ალან ჰანსენის ერთ-ერთი ფრაზა კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამ სეზონს ლაიტმოტივად გაყვა და პრემიერ ლიგის ისტორიაში საკულტო ეპიზოდად დარჩა.

#ტაიმაუტი