დროებითი ზავი

„ჰამასმა“ მძევლები გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ისრაელის 13, ტაილანდის ათი და ფილიპინების ერთი მოქალაქეა. ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან, მანამდე კი სამედიცინო შემოწმება ეგვიპტეში ჩაუტარდათ. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გათავისუფლებული პირების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.