18 წლის ბერძნულ/რომაული სტილით მოჭიდავე – ვახტანგ ლოლუა #ტაიმაუტი
ქართული სპორტისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი ზაგრებში, ხორვატიაში ჩატარებულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, სადაც ვახტანგ ლოლუამ, 18 წლის ბერძნულ/რომაული სტილით მოჭიდავემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. სადებიუტო ტურნირზე ლოლუამ ფინალურ ორთაბრძოლაში ირანელი მეტოქე დაამარცხა და 2019 წლის შემდეგ პირველად 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს მედალი მოუტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭიდავე ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ქამარი მოუგია. ახალგაზრდა მოჭიდავე ამ ისტორიულ მომენტს დღეს თავად მოგვიყვება.
ავტორები: საბა ჟორჟიკაშვილი, ალექსანდრე შერვაშიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ვასკა კირთაძე