18 კილოგრამი ნარკოტიკის საქმე

21:08, 29.11.2025

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. „მეტადონის“ შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთიერება მისი კუთვნილი ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა, გამკაცრდა საკანონმდებლო ბაზა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაზრდილია ნარკოდანაშაულის გახსნის სტატისტიკაც. მიმდინარე წლის ცხრა თვეში სამართალდამცავებმა ასეთი კანონდარღვევის 7 199 ფაქტი გამოავლინეს, აქედან 660 ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების შემთხვევა იყო. აღნიშნული მონაცემები კი თითქმის 47% -ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მსგავსი