სანქცირებული მოსამართლეები

მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მსგავსი მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილება უფრო მეტ დასაბუთებას მოითხოვს, ვიდრე ეს გადაწყვეტილებას თან ახლდა. მათი თქმით, გადაწყვეტილებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი არსებობს.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ საჭიროა, ახლა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას სასამართლო სისტემაში ვითარების შეცვლისა და რეფორმირების კუთხით. საპარლამენტო ოპოზიცია ორშაბათს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევითაც მიმართავს.