იენს სტოლტენბერგის განცხადება

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, იენს სტოლტენბერგმა, შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის ომით ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს, მაგრამ რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ყველანაირ რისკებზე წასვლის მზადყოფნა.