სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

„აშშ რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან,“ – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა. „სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს, რაც არ უნდა საზიზღარი და საზარელი იყოს მისი ტაქტიკა“, – განაცხადა ვედანტ პატელმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს უკრაინის მთავრობასა და ხალხს, რადგან ისინი თავიანთ ქვეყანას და თავისუფლებას იცავენ.